მეღვინეობა
მეღვინეობა
ჩვენი მიწა
ჩვენი ტერუარები მდებარეობს კახეთში, გურჯანიის მუნიციპალიტეტში, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. ვენახები განლაგებულია ზღვის დონიდან 400-650 მეტრის სიმაღლეზე. ეს კონკრეტული რელიეფი ქმნის გარდამავალ შლეიფებს ალაზნის ველისკენ, რომელიც იდეალურია ყურძნის სრულფასოვანი დამწიფებისთვის. კლიმატი ზომიერად ნოტიოა,ხოლო ჰაერის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს კავკასიონის მყინვარიდან ჩამოსული ცივი მასები, რაც ღვინოს აძლევს საჭირო მჟავიანობას და სტრუქტურას. სეზონზე მზის ნათების მაღალი მაჩვენებელი უზრუნველყოფს ყურძენში შაქრისა და ფენოლური ნაერთების ოპტიმალურ კონცენტრაციას
ნედლეული
VINEERA-ს კომპანია ფოკუზირებულია საკუთარი ნედლეურის სრული პოტენციალის გამოყენებით, რაც მოიაზრებს იმ ფილოსოფიას რასაც მევენახეობა ეწოდება. ჩვენ ვცდილობთ ხელით დაკრეფილი ყურძენი გადავარჩიოთ სელექციური მეთოდით, რათა ღვინის დაყენებისას მივიღოთ საუკეთესო შედეგი. კომპანიის მიზანი ასახულია იმ ასორტიმენტში, რაშიც გაერთიანებულია, როგორც ქართული ასევე ცნობილი ევროპული ჯიშები, ესენია: მერლო; სირა; კაბერნე სოვინიონი; სოვინიონ ბლანი; ხიხვი; კახური მწვანე და რაც მთავარია მუკუზნის ზონაში მოყვანილი საფერავი. ამ კონკრეტული ჯიშების კომბინაციით ვცდილობთ არ დავივიწყოთ ქართული ფესვები და მივყვეთ თანამედროვე მეღვინეობას.
ტექნოლოგია
ჩვენი ტექნოლოგიური სქემა მოიცავს მაღალი დონის აღჭურვლობას. Მათ შორის შედის ხორვატიული კომპანიის Letina-ს წარმოების ფერმატეტორები და ასევე ლითონის ავზები.უახლოესი ცისტერნები ახჭურვილია როგორც ჩაზელვისა და დასხმის სისტემებით, ასევე თბომცვლელით, როემლიც უზრუნველყოფს ცივი მაცერაციის პროცესს. ეს ტექნოლოგია ხელს უწყობს ყურძნიდან მეტი ფერის, არომატული და გემოვნური ნივთიერებების ეფექტურად გამოყოფას, რის შედეგადაც ღვინო მეტად მდიდარ და დახვეწილ თვისებებს იძენს. ამ ტექნოლოგიური ციკლის ერთ-ერთ რგოლს შეადგენს იტალიური წარმოების Zambelli-ის გადამამუშავებელი ხაზი. ღვინის საბოლოოდ დამუშავებისთვის ვიყენებთ ფრანგული წარმოშობის მუხის კასრებს, რომელთა სხვა და სხვა გამოწვის კატეგორიით ვაწარმოებთ, როგორც წითელი ასევე თეთრი ღვინოების დაძველებას. თითოეული კომპონენტის ერთობლიობა გვეხმარება განვახორციელოთ უმაღლესი დონის ვენიფიკაციური პროცესი. ეს გზა გვიჩვენებს ხედვას და წინსვლის სურვილს, რათა არ დავარღვიოთ ქართული ღვინის დაყენების ტექნიკა და მასთან შერწყმული მომავალი.