იტვირთება

კაბერნე სოვინიონი

წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია 2024 წლის მოსავლის კაბერნე სოვინიონის ყურძნისგან, რომელიც მოკრეფილია თელავში, სოფელ აკურაში არსებული 8 წლის ვენახიდან. ღვინო დამზადებულია კლასიკური წესით, და დავარგებულია მუხის კასრში 4 თვით. ღვინო შეფერილია მუქი ლალისფერად, რომელსაც ბუკეტში კარგად აქვს გამოხატული ჯიშობრივი არომატი, დამახასიათებელი მწვანე ვეგეტატური ტონებით, ღვინო გემოზე დაბალანსებულია და აქვს ხანგრძლივი სასიამოვნო და არომატული დაბოლოება მუხის მსუბუქი ტონებით.

Cabernet Sauvignon